თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში, მაშინ ამას ხელი თავად კონსორციუმმა შეუწყო – წილოსანი

ქართული ოცნების წევრის და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით,ანაკლიის პორტის მშენებლობასთან მიმართებით რუსული ინტერესები თავად კონსორციუმმა გაატარა.

“თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში, მაშინ ამ ყველაფერს ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ანაკლიის კონსორციუმმა. კონსორციუმმა რისკის ქვეშ დააყენა პორტის მშენებლობა და ფაქტიურად ქვეყანას დააკარგვინა 4 წელი. მთელი ამდენი ხნის მანძილზე მათ 7-ჯერ გადაუვადეს ვალდებულების შესრულების ვადა და 40-მდე ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. ჩვენ ანაკლიის პორტის თემა ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რითიც კიდევ უფრო მაღალი გარანტიის სტატუსი მივეცით. ამიტომ სხვა ინტერპრეტაცია სრულიად ალოგიკურია”, — განაცხადა ნინო წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში.