პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნას არ უკავშირებს.
„თუ გიგა ბოკერიას დაპატიმრება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას 7-8 წელი არ დასჭირდებოდა
როდესაც არის კითხვები პარლამენტის წევრმაც უნდა უპასუხოს ამ კითხვებს, შესაბამისად, ამას პოლიტიკურ დევნად ვერ ჩავთვლი, როდესაც ადამიანს უსვამენ კითხვებს, მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს, ეს არის კანონის უზენაესობის. ჩვენც ყურადღებას მივაქცევთ ამ თემას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია საგამოძიებო უწყებაში დღეს დაიბარეს. თუმცა ის საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. უწყებაში მისი დაბარება, სავარაუდოდ, იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესაძლო ფაქტზე.