“თუ ეს სიმართლეა, საშინელებაა“–მაიკ კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი გვერდების გაუქმებაზე

ფეისბუქის უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ყალბ გვერდის, პროფილის და ჯგუფის გაუქმებას ბაიდენის სახელობის დემოკრატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი, მაიკ კარპენტერი ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსით ეხმაურება და ამბობს,  რომ თუ ფაქტი დადასტურა,  შემაძრწუნებელი იქნება.

„თუ ეს სიმართლეა, საშინელებაა. Facebook-მა ანტიამერიკული და პრორუსული სოციალური მედიის პოსტები აშკარად დაუკავშირა კომპანიას, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიასთან არის აფილირებული. იმედი მაქვს ყველაფერი მალე გაირკვევა“ – წერს კარპენტერი.