მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შენობაში არც ერთ დეპუტატს არ შეუშვებენ.
“მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროვოკაციები მოახდინონ; დაიჭირონ, ციხეში ჩაყარონ ხალხი სხვა გეგმა ამათ არ აქვთ. ეს არის ხელიდან წასული გახრწნილი ხელისუფლება. ყველას მოვუწოდებ, პროვოკაციას ნუ წამოეგებიან.
რაც შეეხებათ პარლამენტარებს, ვინც ამაში ცდილობენ შესვლას, არავინ არ შევა, თუ შევლენ, სათითაოდ გამოვათრევთ კაბინეტიდან, ამის დღეც დადგება”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.