„იმ შემთხვევაში თუ ვირუსი გამოვლინდება, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს მას“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისის შეწყვეტა ამ დროისთვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება იყო.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსთან წინააღმდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო არის მაკოორდინირებელი ორგანო და უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, დროებით ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდებ ავირუსი , შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“,- განაცხადა გახარიამ.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.