“თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში”-ნონა წოწორია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია უზენაესი სასამართლოს მიერ, გიგი უგულავას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას  საკუთარ facebook გვერდზე ეხმაურება. წოწორიას შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ყველა კანონი დაირღვა.

“რასაც ვხვდები, თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში. თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა. კი, მეც მეცინება, როცა რომელიმე ევროპულ სტანდარტზე ვაკეთებ ხოლმე კომენტარს. საქართველოს ხელისუფლებას ჩალის ფასად უღირს ეს ყველაფერი” – წერს ნონა წოწორია სოციალურ ქსელში.