თურქეთი შავ ზღვაში, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას იწყებს

{{ARTICLEIMAGE}}
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას იწყებს. ადგილობრივი მედიის ცნობით ახალი სამხედრო ობიექტი დასახლებული პუნქტის, სიურმენის რაიონში იქნება განლაგებული, რომელიც ტრაპიზონიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ბაზაზე 400 სამხედრო განთავსდება.

ეს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების რიგით მეცხრე ბაზა იქნება. ამჟამად, თურქეთს სამხედრო-საზღვაო ბაზები აქვს ხმელთაშუა ზღვაში, ეგეოსის ზღვაში, მარმარილოსა და შავ ზღვაში.