თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა საკუთარი შვილი ქვეყნის მრეწველობის და მშენებლობის მინისტრად დანიშნა. ბრძანებას პრეზიდენტმა გუშინ, 7 თებერვალს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას “Reuters” წერს. როგორც სტატიაშია ნათქვამი პრეზიდენტის შვილის კარიერული წინსვლა აჩენს ეჭვებს, რომ 62 წლის გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი შვილს სავარაუდოდ თავის შემცვლელად ამზადებს.
პრეზიდენტმა საკუთარი შვილი ახლსკის ველაიათის მმართველის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამინისტრო ჩააბარა. სერდარი გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ერთადერთი ვაჟია.
პრეზიდენტის შვილი ბოლო წლების განმავლობაში ბევრ სახელმწიფო უწყებაში იყო დასაქმებული. მეჯლისის დეპუტატობიდან საგარეო უწყებამდე, რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახლსკის ვილაიათის ხელმძღვანელი იყო.