თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის შსს-მ 3 პირი 3000 ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში მოხდა.
,,ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,“ – წერია შსს-ს ინფორმაციაში.