თვითმფრინავში მგზავრს მორიელმა უკბინა

აშშ-ში თვითმფრინავის მგზავრი,  მორიელმა დაკბინა. შემთხვევა სან ფრანცისკო-ატლანტას რეისზე მოხდა.  ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისი ავრცელებს. დაშავებული ქალის თქმით, მან ფეხის არეში ჩხვლეტა იგრძნო, რის შემდეგაც ტუალეტში გავიდა. სწორედ ამ დროს შარვლიდან მორიელი გამოძვრა. 

საავადმყოფოში გადაყვანამდე, მგზვარს დახმარება თვითმფრინავშივე აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი შემთხვევა გაერთიანებული ავიახაზების თვითმფრინავით მგზავრობისას  2 წლის წინაც მოხდა, მაშინ მამაკაცმა განაცხადა, რომ მორიელმა  მაშინ უკბინა, როცა ლანჩს მიირთმევდა. ავიაკომპანიამ დაშავებულ მამაკაცს ფულადი  კომპენსაცია გადაუხადა.