დონალდ ტრამპი ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok-ის აშშ-ში აკრძალვის შესახებ განკარგულებაზე ხელის მოწერას შაბათს გეგმავს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„რაც შეხება TikTok-ს, ჩვენ მას შეერთებულ შტატებში ავკრძალავთ,“- აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამ მიზნით, შესაძლოა საგანგებო უფლებამოსილება ან პრეზიდენტის განკარგულება გამოიყენოს.
„მე ამის უფლებამოსილება მაქვს. ხელმოწერა ხვალისთვის იგეგმება,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენას კომპანია Microsoft-ი გეგმავს.