პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების ( ვინაობა, ელექტრონული ფოსტა, ადგილმდებარეობა) უკანონო შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ბავშვთა პირადი მონაცემების შეგროვების გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ TikTok ისეთ ინფორმაციას ინახავდა, როგორიცაა ბავშვების სახელები, მათი ელექტრონული მისამართები და ადგილმდებარეობა.
Tik-Tok-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. შარშან აგვისტოში, Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedance-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა. მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.