პორტალი Times of Israel რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს.
კერძოდ, გამოცემის ცნობით, ჩინოვნიკმა ქნესეტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისრაელი თავდასხმამდე აღარ ისვრის ბომბებების მულაჟებს სამიზნე შენობებზე (ადრე ასე აფრთხილებდნენ სამოქალაქო პირებს გაქცევის აუცილებლობის შესახებ).
სხვა წყარომ დაადასტურა, რომ ტაქტიკა “სახურავზე დაკაკუნება”, რომლითაც ისრაელის არმია მოსახლეობას ატყობინებდა მოსალოდნელი დარტყმის შესახებ, ახორციელებდა ზარებს ან არაასაფეთქებელ ბომბებს ყრიდა სახლების სახურავზე, რათა გააფრთხილა მოსახლეობა თავდასხმების წინ, აღარ გამოიყენება.
მისი თქმით, ამ ტაქტიკაზე საბოლოოდ უარი არ უთქვამთ, მაგრამ ამ დროისთვის ღაზას მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია „ტერორისტების მიერ ოკუპირებული ცენტრალური ტერიტორიებიდან“ ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ.
გარდა ამისა, Times of Israel-ის ცნობით, ისრაელი მზადაა დაარტყას ღაზას, თუნდაც მძევლებს ზიანი მიაყენოს. წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ თუ არმიას ექნება სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, თუ სად არიან მძევლები, ისინი არ დაარტყავენ ამ შენობას. თუმცა, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, ყველა ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჰამასთან, შეტევის სამიზნეა.
ჰამასი დღეს დაიმუქრა, რომ დაიწყებდა მძევლების სიკვდილით დასჯას, თუ ისრაელი არ შეწყვეტდა გაფრთხილების გარეშე თავდასხმას სახლებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.