ტრამპი აშშ–ში თავშესაფრის მაძიებელთათვის მოსაკრებლის დაწესებას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელთა სისტემაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მექსიკიდან საზღვრის გავლით მიგრანტების ნაკადის შეკვეცას, ცვლილებები მოიცავს თავშესაფარზე განაცხადების შემომტანთათვის მოსაკრებლის დაწესებას.

პრეზიდენტმა ორშაბათს წერილობით მოუწოდა გენერალურ პროკურორს და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელს, შესატყვისი რეგულაციები შექმნან. მათ შორის, დააწესონ მოსაკრებელი, რომელიც არ გადააჭარბებს თითო საქმის სასამართლოში განხილვის საფასურს.

ტრამპს ასევე სურს მიგრანტებმა სამსახურის უფლებაც მოითხოვონ იმ დროს, როცა ისინი თავშესაფრით დაკმაყოფილებაზე პასუხს ელოდებიან. დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ხულიან კასტრო, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ერთერთი იყო, ვინც ტრამპის ეს გეგმა უკვე გააკრიტიკა.