CNN-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნატოს არაწევრ ქვეყნებს, საქართველოსა და უკრაინას დაეხმარება.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიურ ბიუჯეტში, ფინანსური კონტრიბუციას 22%- დან 16%-მდე შეამცირებს, დაზოგილი თანხით, ევროპაში, შეერთებული შტატების სხვა სამხედრო და უსაფრთხოების ძალისხმევებს შეუწყობს ხელს. მათ შორის, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, ნატოს არაწევრ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, რომლებიც რუსეთთან წინა ხაზზე მდგომად მიიჩნევიან.