აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით 2 ინდაური შეიწყალა.
ინდაურების შეწყალების ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართა. შეწყალებული ინდაურები ბრედი და ბათერი ვირჯინიის ნაკრძალში გაემგზავრებიან.
ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს აშშ-ში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ინდაური, თუმცა 1940 წლიდან თეთრ სახლში ინდაურების შეწყალების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დასაკლავად გამზადებული ინდაური შეიწყალა.
ამ პერიოდიდან მოყოლებული თეთრ სახლში ყოველწლიურად იწყალებენ ინდაურებს. ინდაურების შეწყალებას ოფიციალური სახე ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მიეცა.