ტრამპმა პუტინთან შეხვედრის ადგილი დაასახელა

სააგენტო როიტერის ცნობით, აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს G20–ის სამიტზე შეხვდება. დიდი ოცეულის სამიტი 28–29 ივნისს ოსაკაში შედგება. იაპონიის ტერიტორიაზე ასეთი სამიტი პირველად გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამიტის დროს აპირებს შეხვედრები გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, სი ცზინპინთან.