დონალდ ტრამპმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას 2018 წელს სოლსბერიში ქიმიური იერიშის გამო დაუწესდა. საუბარია FSB-ს ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნოვიჩოკის მოწამვლის საქმეზე.
სანქციების ამოქმედების ბრძანებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას გამოცემა “პოლიტიკო” ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. პუბლიკაციაში წერია, რომ ახალი შეზღუდვები რუსეთისთვის კრედიტების გაცემას, და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების ეხება.
სანქციების მოთხოვნით, წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა თეთრ სახლს რამდენიმე დღის წინ მიმართა. კანონპროექტი დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მოამზადეს.