ამერიკის პრეზიდენტმა საარჩევნო წელი და საარჩევნო მარათონი ოჰაიოში, ტოლედოდან დაიწყო, სადაც ათასობით მხარდამჭერს შეხვდა და სიტყვით მიმართა. ტრამპმა ყველა თემაზე ისაუბრა – სოლეიმანის მკვლელობაზე, ირანთან ურთიერთობაზე, დემოკრატებზე, ჯანდაცვის რეფორმაზე და სხვა საშინაო საკითხებზე.
მისი გამოსვლა აპლოდისმენტების და გამამხნევებელი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ხალხში რამდენიმე დემონსტრანტი გამოჩნდა პლაკატებით “არა ომს“. ისინი დარბაზიდან უსაფრთხოების ოფიცრებმა გაიყვანეს. ტრამპი მათ გაყვანას ტრიბუნაზე ელოდა და რეპლიკით: “წადით სახლში დედიკოსთან“ – გააცილა. ინციდენტი ორი წუთის მანძილზე გრძელდებოდა.
{{VIDEO}}