“წარმოშობით ვარ გურიიდან, სადაც პოლიფონიური მუსიკა არის განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, რომლებიც შეკითხვებს სვამდნენ.
„არაფერი არ მესმის. მეგობრებო, მე ვარ წარმოშობით გურიიდან, სადაც არის პოლიფონიური მუსიკა და სიმღერა განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ. ბოდიში! დანარჩენ კითხვებზე გიპასუხებთ ღონისძიების შემდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამ წუთებში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“ იმართება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი.