წერა-კითხვის ცოდნას შტანგა გიკრძალავს ოლიმპოსელო?! – ლევან ბერძენიშვილი ლაშა ტალახაძეს

დაპირისპირება, რომელიც ზუკა ბერძენიშვილსა და ლაშა ტალახაძეს შორის სოციალურ ქსელში დაიწყო, უფრო მასშტაბური გახდა და მასში მრავალი ცნობილი ადამიანი ჩაერთო. ამჟამად სპორტსმენს ზუკა ბერძენიშვილის ბიძა პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი დაუპირისპირდა.

ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში სპორტსმენს წიგნების წაკითხვისკენ მოუწოდა.

„წერა-კითხვის ცოდნას შტანგა გიკრძალავს ოლიმპოსელო?! წააკითხე ვინმეს, რასაც ჯღაბნი!“ – წერს ლევან ბერძენიშილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ზუკა ბერძენიშვილმა ტალახაძე პრემიერ-მინისტრთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა. ამ ამბავს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.