თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში 2019 წელს აჯამებს.
“მნიშვნელოვანი და სასწაული -უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.
რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!
_ წლის მოვლენა_გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;
_წლის ეკონომიკური მიღწევა _ 1$=3ლარი;
_წლის პოლიტიკური მიღწევა_ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება ( პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);
_წლის პოლიტიკური დაპირება_ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო ( ქუთაისის აეროპორტიდან)
_წლის ანეგდოტი_ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;
_წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა_დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო ( ექიმის არა, გიჟის);
_ წლის ტრაგედია_ ერს ისევ ძინავს;
_წლის დიაგნოზი_ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;
_წლის სახალხო მიღწევა_გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;
შობა -ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს”-წერს ოქრუაშვილი.