მკვლელობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში – წნორში დისშვილმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა, რის შემდეგაც მას სასიკვდილო ჭრილობები შეშის ნაჭრით მიაყენა.
მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი ხშირად სვამდა და ქალს ფულს ართმევდა.
მამაკაცი უკვე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.