წყლის რიგები გუდაურში- ფოტომასალა პოპულარული ზამთრის კურორტიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფოტოზე ასახულია, რომ მოსახლეობა სასმელი წყლის რიგში დგას. არსებული ინფორმაციით, მაღაზიებში სასმელი წყლის მარაგი ამოიწურა. დამსვენებლები გუდაურს უწყლობის გამო ტოვებენ.
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება გამოიწვია.
” სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და „რედკოს დასახლება-ში წყლის მიწოდება შეაფერხა“, – ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.