თბილისში, დოლიძის ქუჩაზე TV პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ. შემთხვევას ფორმულას ჟურნალისტი თიკო ერაძე შეესწრო.
როგორც “ფორმულას” ჟურნალისტი აცხადებს, TV პირველის გადამღები ჯგუფი ადგილზე სხვა რესპონდენტთან ჩასაწერად იყო მისული, ქუჩაში მდგომმა უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ.