TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში TV პირველის გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკაში, სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეულია აპარატურა.