TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის ბრალდებულს გირაო შეუფარდეს. ბრალდებული საპატიმროს 10 000 ლარის გადახდის შემთხვევაში დატოვებს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
30 ივნისს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა კი დაუმტვრიეს.