სასამართლომ “ტვ პირველის” ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.
ლაშა ჯიოშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის აქციის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი დააკავეს. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას 10-მდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანი აკავებს, ძალით სვამს მანქანაში და მიჰყავს. “რაღაცას მიდებენ ჯიბეში”,- ამბობს ლაშა ჯიოშვილი დაკავებისას.