გლდანში, 39-ე სკოლასთან საარჩევნო უბანზე TV პირველის ჟურნალისტი ანა ახალაია დაშავდა. კადრებში ჩანს, რომ მას უბანში დაპირისპირების დროს წარბთან გარკვეული საგანი მოხვდა.
TV პირველის ჟურნალისტი ჰყვება, რომ დღის განმავლობაში ადგილზე მოქალაქეები ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერად, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს საქმიანობის წარმართვაში ხელს უშლიდნენ.