TV პირველის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილს მის დაბადების დღეზე, სამარტოო საკანში სცემეს – ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი, მრავლობითი დაზიანებებით, ახლა გლდანის მე-18, სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
“პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პატიმრის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, 40 წლის პატიმარი, გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბაჩიაშვილი შესაძლოა, “ვივა მედიში“ რამდენიმე საათში გადაიყვანონ.