“მირიან ნიკოლაძის პიარით დაკავდა ტვ პირველი”- ასე გამოეხმაურა, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ექსპერიმენტს “ქრონიკა +” -ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
“ინგა გრიგოლია Ekaterine Mishveladze Vato Tsereteli მირიან ნიკოლაძის პიარით რომ დაკავდა ტვ პირველი,ცხადზე ცხადია,თქვენს ეთერში ბოტასას რომ მეძახის და პასუხს არ სცემთ,ვხედავ-ეთერს ვითხოვ ,პასუხი რომ გავცე მის უსინდისო ბოდვებს.(ჩვენს ნაკვალევზე წახვედით და იმიტომ)
სტანდარტიც ამას ითხოვს და კოლეგიალობაც ! მზად ვარ ეთერში ნიკოლაძესთან ერთად დავჯდე,ან იმედია, ცალკე მომცემთ პასუხის გაცემის საშუალებას !”- წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მირიან ნიკოლაძე იმ ადგილას მივიდა ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სადაც რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამია და ელისო კილაძე იმყოფებოდნენ.ნიკოლაძემ TV “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას, ელისო კილაძის, ნიკა გვარამიასა და მათ მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ, გარდაცვლილი ბიჭის შესახებ გაკეთებულ დასკვნებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ვერ დაეყრდნობა გაურკვეველი წარმომავლობის ექსპერტებს.