სოციალურმა ქსმელმა ტვიტერმა აშშ–ს პრეზიდენტის ანგარიში გააუქმა.
“დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,- წერია ტვიტერის განცხადებაში.
ტვიტერმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დონალდ ტრამპის ანგარიიში 12 საათით დაბლოკა და განაცხადა, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში ანგარიშს სამუდამოდ გააუქმებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დაბლოკილია დონალდ ტრამპის Facebook-ის და Instagram- ის ანგარიშები და მინიმუმ ორი კვირით იქნება დაბლოკილი დარჩება –იქამდე, სანამ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელისუფლებას არ გადაიბარებს.