უბედური შემთხვევა გარდაბანში – მამაკაცს თბომავალი დაეჯახა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურ ველის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ლიანდაგებზე გადასვლისას თბომავალი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 275 მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.