ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ, BMG-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black.
კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ.
კომპანიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ონლაინ სერვისის ქართველი პარტნიორების სია.
Uber-ის აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE, ქართულ App Store-სა და Google Play-ში უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ.
აპლიკაცია ქართულადაც არის ხელმისაწვდომი და შიგნით, ავტომობილების დანახვაც შეიძლება, თუმცა ჯერ-ჯერობით სერვისით სარგებლობა, შეუძლებელია.