UEFA აცხადებს, რომ ეცდებიან რუსეთის დროშები სტადიონებზე არ მოხვდეს

UEFA აცხადებს, რომ მათი  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეცდებიან, რუსეთის ფედერაციის  დროშები სტადიონებზე არ მოხვდეს. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება კი მიუნხენში დღევანდელ მატჩს მიექცევა, სადაც უკრაინისა და რუმინეთის მატჩი გაიმართება.

გუშინ, 16 ივნისს, ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ინგლისისა და სერბეთის მატჩზე სერბმა გულშემატკივრებმა რუსეთის დროშა გაშალეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსული ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ,  ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა თავიანთი ტურნირებიდან ყველა რუსული კლუბი და ასაკობრივი ნაკრები მოკვეთა.