UEFA–მ საქართველოს, მაყურებლის “დინამოზე” დაშვების ნებართვა დართო თუმცა სახელმწიფომ, შანსი არ გამოიყენა. საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიული მატჩი, რომელსაც ქართული ფეხბურთი 30 წელი ელოდა,გულშემატკივრების გარეშე გაიმართა.
უეფამ საქართველოს უფლება მისცა მხოლოდ იმ პირობით თუ პროკოლსა და დისტანციას დაიცავდა. უეფამ “დინამო არენაზე“ გულშემატკივრების სამ-სამი სკამის გამოტოვებით დასწრების ნებართვა გასცა, რაც სტადიონზე 17.000 მოქალაქის დასწრებას გულისხმობს.
მიუხედავად ამ ნებართვისა, სახელმწიფომ ვერ მოახერხა პროტოკოლისა და დისტანციის დაცვით მაყურებელი სტადიონზე დაეშვა, რის გამოც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ მოედანზე მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ამბობს, რომ მატჩზე 30%–ის დაშვება ნაკლები რისკის მქონე იქნებოდა, ვიდრე ქაოსურად შეჯგუფებული ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც სტადიონის გარეთ იკრიბებიან.
მატჩს თბილისის მერი კი შვილთან ერთად დაესწრო. ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ სახლისკენ მიმავალი გულშემატკივარი პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს, ამ წუთებში დინამო არენასთან უამრავი გულშემატკივარი დგას.