იუმორისტული შოუს მსახიობი მიშა ანდღულაძე, რომელსაც ძირითადად საზოგადოება მხიარული ისტორიებით იცნობს, ტრაგიკულ ამბავს იხსენებს. მსახიობი სოციალურ ქსელში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოზარდობის პერიოდში თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ყველამ საკუთარ თავზ ეუნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
“როცა მოზარდი ვიყავი და ჩემი უფროსი ძმა მამაჩემს ურტყამდა, რომელიც ასევე ძალადობის მსხვრეპლი იყო და ეს უკვე ლამის ტრადიცია იყო “ჩემს ოჯახში”. მაშინ ვიფიქრე რომ ან ჩემ ძმას მოვკლავდი ან მე-9 სართულიდან გადავხტებოდი(მაშინ მე-9 სართულზე ვცხოვრობდი გლდანში ) და ასე დავსჯიდი ჩემ ძმას და მშობლებს.
მაშინ ეს არ გავაკეთე და გადავრჩი.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
როცა სკოლაში ვიჩხუბე კლასელთან საქმე პოლიციაში გაგრძელდა. განყოფილებაში მაშინდელი პოლიციელი ჩემ კლასელს დაემუქრა და უთხრა რომ თუ არ იტყოდა ვინ იყო კიდევ მასთან ერთად ჩხუბის დროს ფიზიკურად გაუსწორდებოდა მას.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა
არც ახლა იცვლება არაფერი როცა მთავრობა უკვე მერამდენედ იტყუება და საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.
არაფერი შეიცვლება სანამ საკუთარ თავზე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას!”-წერს ანდღულაძე.