უკრაინელ დეპუტატს, სერგეი შახოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.
„დღეს ლაბორატორიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი დამიდასტურდა. ამჟამად საკუთარ სახლში, კარანტინში ვიმყოფები და ახლოს არავის ვუშვებ“, –დაწერა შახოვმა.
როგორც ცნობილია, დეპუტატი 17 მარტს უმაღლესი რადას რიგგარეშე შეხვედრას ესწრებოდა.
ამ დროისთვის უკრაინაში ახალი კორონავირუსის 14 შემთხვევაა დადასტურებული.