{{ARTICLEIMAGE}}
თავის მხრივ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამ თემაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ეკლესია შეჯერებულ პოზიციას სინოდზე მსჯელობის შემდეგ მიიღებს: “განცხადება პოზიციასთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ უნდა შეჯერდეს მღვდელმთავრების აზრი სინოდზე. როგორც ვიცით, იქ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ განცხადება მსჯელობის გარეშე ვერ დაიდება. თვითონ მაგ საკითხში არის ბევრი სხვადასხვა ქვესაკითხი”.
მისი განმარტებით სინოდი წელიწადში ორჯერ იმართება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სინოდის სხდომა რიგის გარეშეც მოიწვიონ. სინოდის ბოლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი 6 იანვარს გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს.