“კანადელებს აქვთ შეკითხვები და იმსახურებენ პასუხებს”- კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სპეციალურ ბრიფინგზე უკრაინული ბოინგის ავიაკატასტროფაში ირანი ღიად დაადანაშაულა.
“ჩვენ მრავალი წყაროსგან გვაქვს ინფორმაცია, როგორც მოკავშირეების ასევე საკუთარი წყაროებისგან გვაქვს მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია ირანული რაკეტების მიერ. ეს ინფორმაცია მოითხოვს შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს. კანადა თანამშრომლობს მოკავშირეებთან, იმისთვის რომ დადგინდეს რამ გამოიწვია კატასტროფა. კანადელებს აქვთ შეკითხვები და იმსახურებენ პასუხებს”-განაცხადა ტრუდომ.