იტალიაში არსებული ვითარების შესახებ ბიბისი მძიმე სტატიას აქვეყნებს, რომელიც იტალიელი ექსპერტების რეკომენდაციებს ეხება. ისინი იტალიელ ექიმებს ურჩევენ აუცილებლობის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებზე ნაკლები რესურსი დახარჯონ და მათ გარდაცვალების საშუალება მისცენ. ეს არის მძიმე არჩევანი, რომლის გაკეთება ექიმებს მოუწევთ. ორი კვირის წინ იტალიაში კორონავირუსის 322 დადასტურებული შემთხვევა იყო. ექიმებს ყოველ პაციენტზე ზრუნვის საშუალება ქონდათ. ერთი კვირის წინ იტალიაში Covid 19-ის 2502 შემთხვევა იყო. ექიმები ჯერ კიდევ ახერხებდნენ მწვავე სუნთქვითი უკმარისობის მქონე ყველა ავადმყოფისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია გაეკეთებინათ.
11 მარტს იტალიაში დაავადებულთა რაოდენობა 10 149–მდე გაიზარდა. პარასკევს კი 17 500–ს გადააჭარბა. ახლა უბრალოდ იმდენი ავადმყოფია, რომ ყველა მათგანზე თანაბარი ზრუნვა გამორიცხულია. ექიმები და ექთნები ყველას არ ყოფნის. და რაც მთავარია, ფილტვების ვენტილაციისთვის საჭირო აპარატურა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის პაციენტები, ვისაც ეს აპარატურა გადასარჩენად ჭირდება.
იტალიელ ექიმებს ნამდვილ კოშმარში უწევთ მუშაობა.
იტალიის ანესთეზიის, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის ინსტიტუტმა მათთვის საგანგებო სიტუაციებში მუშაობის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
დოკუმენტი ამჟამინდელი სიტუაციის საომარ, ან მაშტაბური ბურენებრივი კატასტროფების დროს არსებულ სიტუაციებთან შედარებით იწყება, როცა ექიმებს უწევთ აირჩიონ, რომელ დაშავებულს აღმოუჩინონ პირველ რიგში დახმარება.
ბიბისი წერს, რომ რეკომენდაციები შეიცავს მოწოდებას დადგინდეს შერჩევის კრიტერიუმები “სამართლიანი გადანაწილების და შეზღუდული რესურსების ოპტიმალური გამოყენების“ საფუძველზე.
ექსპერტების მიერ შეთავაზებული მთავარი იდეა მარტივია: ინტენსიურ თერაპიასთან წვდომა გადარჩენის უფრო მაღალი შანსების მქონე ავადმყოფებს უნდა მიეცეთ. მათი აზრით, ასე შეიძლება დაცულ იქნას “ადამიანების მაქსიმალური რაოდენობისთვის მაქსიმალური სიკეთის“ პრინციპი.
აქედან გამომდინარეობს რეკომენდაცია, რომელიც ნორმალურ ვითარებაში წარმოუდგენელი და იქნებოდა, თუმცა ამ ვითარებაშიც შემზარავია: “შესაძლოა საჭირო გახდეს ზღვრული ასაკის დადგენა ინტენსიური თერაპიის ხელმისაწვდომობაზე.“
ექსპერტები ექიმებს სთავაზობენ მათი, ვისაც სიბერის გამო გამოჯანმრთელების ნაკლები შანსი აქვს ან ვისაც დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ დარჩენია, სიკვდილის საშუალება მისცენ.
სასტიკად ჟღერს, მაგრამ მემორანდუმის ავტორების აზრით ერთადერთი ალტერნატივაა პრინციპისა “ვინც მოასწრო, ადგილი იმან დაიკავა“.
ასაკის გარდა ექსპერტები ექიმებს ურჩევენ პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც გაითვალისწინონ, ანუ დოკუმენტის ავტორების ნათქვამს თუ გავიმეორებთ: “ყურადღებით შეაფასონ თანმდევი პათოლოგიების არსებობა“.
მარტივად რომ ვთქვათ, ხანდაზმული და სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტები ბევრად მეტი დეფიციტური რესურსის დახარჯვას მოითხოვენ, საბოლოო ჯამში კი მათი გადარჩენის ალბათობა დაბალია.
რეკომენდაციების ავტორები ექიმებს სთავაზობენ ისინი იმ ავადმყოფებზეც გაავრცელონ, ვისაც ინტენსიური თერაპია არა კორონავირუსის, არამედ სხვა მიზეზით ჭირდება.