მთავრობამ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აკრძალოს – პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები-პაატა იმნაძე

ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, თავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.