“ვადასტურებ იმას, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება“,- ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ გააკეთა.
თოლორაია პარლამენტში სოფო კილაძესთან შესახვედრად მივიდა. შეხვედრამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში 15 საათიდან იმყოფებოდა, განყოფილებაში ბავშვის გარდაცვალების შემდეგ არ მიუყვანიათ.
„მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში არ მოგვიყვანია მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი პოლიციაში იმყოფებოდა 15 საათიდან და იგი სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას.
გამოძიება გრძელდება, ჩვენ ვმუშაობთ მართლა 24-საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. რა თქმა უნდა, დაკავებას სჭირდება მტკიცებულებითი სტანდარტი. ნებისმიერი პირი, რომელის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება მათ დაკავებას.
ვადასტურებ იმას, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.