„ვაიმე, დედაჩემი გაგიჟდება“- ჩიკამ და შეფ კონსტანტინემ იქორწინეს (ფოტო/ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები.

კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაოდ დიდიხანია, გრძელდება.  ფოტოები გოგა ჩანადირს ეკუთვნის. ფოტოგრაფი წერს:

„აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.
ვულოცავ წყვილს“.

{{PHOTOGALLERY}}

{{VIDEO}}