ფინანსთა მინისტრმა მედიამენეჯერებთან დახურული შეხვედრისას თავის წინამორბედ მინისტრ, მამუკა ბახტაძეს უტრაკო მინისტრი უწოდა. ამის შესახებ ,,ტვ პირველის” დირექტორმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
“ის სიტყვები, რა სიტყვებიც დღეს თქვენ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ახსენეთ, თქვენ, რითიც დაახასიათეთ თქვენი წინამორბედები არის ძალიან დიდი სირცხვილი, ეს არის ჭორაობა…გაინტერესებთ, ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა იქ მყოფ მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე თქვა ეს სიტყვა , ისინი იყვნენ უტრაკოებიო. მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, ანუ ვანო მაჭავარიანმა, ფინანსთა მინისტრმა ჩემს კოლეგებს იმ შეხვედრაზე უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკო”-აცხადებს გრიგოლია.
ფინანსთა მინისტრი დღეს ინკასოდადებული ტელევიზიების- ,,ტვ კავკასიის” და ,,ტვ პირველის” დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.