ვანო მერაბიშვილი არის „მეტრუპე“, არ შეიძლება „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს – თეა წულუკიანი

ვანო მერაბიშვილი არის „მეტრუპე“ შესაბამისად, არ შეიძლება, რომ მეტრუპე ვინმეს უნდოდეს თავიოსთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, მას რეალობის​ დეფორმირებული განცდა აქვს. არ მგონია, რომ მერაბიშვილის განცხადება რაიმე სერიოზული კომენტარია ჩემგან საჭირო, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ვანო მერაბიშვილს დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად მერაბიშვილი  ნახავს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს, რომ რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. ის რეალურად არის პრობლემა, რადგან როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“, შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს თავისთან, თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა. მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცადოთ, ეს სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მისი პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს”, – აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შსს-ს ყოფილი მინისტრი საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმროში   6 წელი და 9 თვე გაატარა.