დიზაინერი ანუკი არეშიძე აცხადებს, რომ ის მილანში გასულ თვეში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ეპიდემია არ იყო. ამის შესახებ დიზაინერმა “პრაიმტაიმთან” ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიაში მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.
“მე თებერვლის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი მილანში. მაშინ იქ არანაირი ეპიდემია არ იყო. რეკომენდაციით განსაზღვრული ყველა ვადა გასულია მას შემდეგ, რაც ჩამოვედი. ვარ სრულიად ჯანმრთელი, ვზრდი და ვუვლი ჩემს ოთხ შვილს.” – ამბობს ანუკი არეშიძე.