მოგეხსენებათ, ცნობილი ვარსკვლავების ცხოვრება სულაც არ არის იდეალური და მათ ბევრი პირადი პრობლემის დაძლევა უწევთ, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულების, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ვინ დაძლია ალკოჰოლდამოკიდებულება:
ცნობილმა სუპერმოდელმა, ნაომი ქემფბელმა ჟურნალ Vogue–სთან ინტერვიუში აღიარა, რომ იყო მის ცხოვრებაში მომენტები, როცა ფიქრობდა რომ ვერ გადარჩებოდა. “იმდენი პრობლემა მქონდა! და თან ძალიან ბევრს ვსვამდი. მაშინ ანონიმური ალოკოჰოლიკების შეკრებაზე წავედი, რომ სამუდამოდ თავი დამენებებინა სმისთვის“ – თქვა მან.
წარსულში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ბრედ პიტსაც ქონდა, თუმცა დეტალებზე არასოდეს საუბრობს და ამბობს, რომ არცკი უნდა იმ პერიოდის გახსენება.
მსახიობმა ევა მენდესმა 2008 წელს სარეაბილიტაციო კლინიკაში იმკურნალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების დასაძლევად და მას შემდეგ წვეთი ალკოჰოლი აღარ მიუღია.
ბენ აფლეკი მავნე ჩვევას მრავალი წელი ებრძოდა და ბოლოს, 2017 წელს მკურნალობა დაასრულა. 2017 წელს მან ოსკარების ცერემონიალზე მისი ტრენერიც კი მიიყვანა, რომელიც ამ ჩვევის დაძლევაში დაეხმარა.
სერიალ “მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი მრავალი წელი ებრძოდა ალკოჰოლიზმს, შემდეგ კი არათუ დაამარცხა, არამედ თავის ერთ–ერთ სახლში ამ სენთან მებრძოლებისთვის თავშესაფარი გააკეთა. ის აცხადებდა, რომ მზად არის რჩევები მისცეს მათ, ვისაც უნდა ალკოჰოლიზმი დაამარცხოს.
რობერტ დაუნი უმცროსმა 2014 წელს მსოფლიოს ამცნო ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან მისი ბრძოლის ისტორია და თქვა, რომ უკვე ათი წელია სასმელს არ გაკარებია.
ტობი მაგუაირმა ალკოჰოლის დალევას თავი 19 წლის ასაკში დაანება. მას შემდეგ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს.
ბრედლი კუპერმა ჟურნალ GQ–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 29 წლის ასაკში მიხვდა: თუ დალევას გააგრძელებდა, ეს მთელ მის ცხოვრებას დაღუპავდა.
მსახიობმა ბლეიქ ლაივლმა 2012 წელს აღიარა, რომ არასოდეს გაუსინჯავს ალკოჰოლი და ნარკოტიკები. და მათ მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. ვარსკვლავურ სამყაროში ეს მეორე უკიდურესობაა და ჩვენს ჩამონათვალშიც ამიტომ მოხვდა.
კიდევ ერთი “ფხიზელი ვარსკვლავი“ კიმ კარდაშიანია. მიუხედავად აქტიური ცხოვრებისა, კიმ კარდაშიანი საერთოდ არ სვამს სასმელს. ამას მისი და, ქლოი ადასტურებს: “ალკოჰოლისკენ არც იყურება, არ აქვს მნიშვნელობა ფეხმძიმედ არის თუ არა.“
სერიალის – “სექსი დიდ ქალაქში“ ერთ–ერთმა ვარსკვლავმა, კრისტინ დევისმა სმას თავი 30 წლის ასაკში დაანება. მიზეზებზე ერთ–ერთ ინტერვიუში ისაუბრა: “მივხვდი, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა. სამსახიობო კურსებზე ვსწავლობი, რაც ძალიან თული იყო, და ამდროს დილიდან ნაბახუსევზე ვიყავი. ამიტომაც ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა. მაშინ მივხვდი, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა.“
ლადან დელ რეიმ 2012 წელს თქვა, რომ ახალგაზრდობაში ბევრს სვამდა, თუმცა 20 წლის ასაკში შეწყვიტა, რათა ნიუ იორკში გადასულიყო და მისი მუსიკალური ოცნებები აესრულებინა.