ვაშინგტონში ამერიკის 41-ე პრეზიდენტს ემშვიდობებიან

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გლოვის დღეა. ვაშინგტონში ამერიკის 41-ე პრეზიდენტს ემშვიდობებიან. ჯორჯ ბუშ უფროსი შეერთებული შტატების დედაქალაქიდან ჰიუსტონში გადაასვენეს, სადაც ყოფილ პრეზიდენტთან დამშვიდობების ცერემონიალი იმართება. მას  ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით, დაკრძალავენ.უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასაკში ჰიუსტონში გარდაიცვალა.