საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, 25 ნოემბრის დილის აქციის დაშლისას პოლიციას წყლის ჭავლი არ გამოუყენებია.
“გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია და გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის” -აცხადებს სირაძე.